ფანჯრებისა და ვიტრაჟების კაპიტალური წმენდა ფასადების რემონტი შენობათა ფასადის კედლის თბოიზოლაცია

კედლების თბოიზოლაცია ამცირებს გათბობის ხარჯებს ზამთარში, და გაგრილებისას ზაფხულში. კედლების კონდენსაცია ხდება მაშინ როდესაც თბილი ნოტიო ჰაერი ხვდება ცივ ზედაპირს. ეს ხდება ბეტონის კედლებზე ცივ გარემოში და შესაბამი–
სად იზრდება შავი ობის რაოდენობაც. თბო–
იზოლაციის გაუმჯობესება დაგეხმარებათ აღნიშნუ–
ლის თავიდან აცილებაში.

მაღლივი სამუშაოები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
ჩვენს სპეციალიზაციას წარმოადგენს სამრეწველო ალპინიზმის (ინდუსტრიალური ალპინიზმის) ტექნოლოგიების გამოყენებით მაღლივი სამუშაოების შესრულება. დღეს დღეობით სამრეწველო ალპინიზმმა მყარად დაიკავა თავისი ნიში, სამრეწველო ალპინიზმს გვერდს ვერ უვლიან მშენებლები და შემკეთებლები, რესტავრატორები და მაშველები, მემონტაჟეები და გამწყობები. ცივილიზაცია ვითარდება არა მარტო განში არამედ სიმაღლეშიც. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს თანამდეროვე მაღლივი მშენებლობის არქიტექტურული ტენდენცია, როგორც თბილისში




ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. კოშკები, საწარმოთა საკვამლე მილები, ტექნოლოგიური დანადგარები, მაღლივი მშენებლობები – ყოველივე ეს არის სამრეწველო ალპინიზმის სამყარო, რთული და არცთუ უსაფრთხო. სამრეწველო ალპინიზმი – ეს არის მაღლივი სამუშაოების სფერო, რომლსაც ასრულებენ პროფესიონალი ალპინისტები. სამრეწველო ალპინიზმის სფეროში შედის ისეთი მაღლივი სამუშაოები, როგორიცაა: ფასადების რემონტი, ხეების გასხვლა მაღალ სიმაღლეზე, ფანჯრების წმენდა, გარე რეკლამების დამონტაჟება, არაგაბარიტული ტვირთის და ავეჯის აზიდვა და ბევრი სხვა. დღეს სამრეწველო ალპინიზმი სულ უფრო მეტად იძენს დამოუკიდებლობას, გარდაიქმნება სამშენებლო და საბინაო ინდუსტრიის ცალკეულ დარგად. სამრეწველო ალპინიზმის ტექნოლოგია ხარაჩოების, საკიდელების და ავტოკოშკურების გამოყენებასთან შედარებით მნიშვნელობნად იაფი და სწრაფია. სამრეწველო ალპინიზმის ძირითადი უპირატესობაა სამუშაოების შესრულება იქ სადაც სხვა საშუალებებით მიღწევა ძნელია ან სულაც შეუძლებელია.

ჩვენი სტრატეგია ორიენტირებულია დამკვეთის მოთხოვნების მაქსიმალურ დაკმაყოფილებაზე, ამასთან ფასების დონე შეესაბამება საშუალო საბაზრო მაჩვენებლებს. გამოიყენება შეღავათების მოქნილი სისტემა.


Tel: 599 648 886 / 599 134 124
  alpproservis@gmail.com